საქართველოს თავდაცვის ძალები (2019 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები) — საქართველოს სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა — გენერალური შტაბი. საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან.[1][2] თავდაცვის ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“. 2010 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი.

No comments:
Post a Comment